რატომ აუთსორსი?

IT აუთსორსინგ კომპანიასთან მუშაობის უპირატესობები, მოდით დავიწყოთ, რას ნიშნავს "აუთსორსინგი" (Outsourcing) და რატომ არის ის მოსახერხებელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის? ალბათ უკვე ხშირად გესმით სიტყვა აუთსორსინგი, რომელიც ნელნელა პოპულარობას იხვეჭს, ამასთანავე მოკლედ განვმარტავთ, რომ აუთსორსინგი ნიშნავს კომპანიაში მიმდინარე გარკვეული ტიპის ბიზნეს პროცესებისა და ფუნქციების გადაბარებას მომსახურე კომპანიისთვის. აუთსორსინგი ბიზნესის ბევრ სფეროში იქცა პოპულარულ გამოსავლად, თუმცა ამ სტატიაში გვინდა ვიმსჯელოთ კონკრეტულად IT აუთსორსინგულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესახებ. დაბალი ხარჯი: მთავარი საინტერესო უპირატესობა ისაა, რომ დაბალი ხარჯის პოლიტიკას გვერდს ვერასოდეს ავუვლით, ეს აუთსორსინგის უდიდეს უპირატესობად ითვლება, ვინაიდან მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საკუთარი აიტი დეპარტამენტის ყოლა არ შეუძლიათ და არც სჭირდებათ ასეთი სიმძლავრით დატვირთვა. ამ შემთხვევაში აუთსორსინგი ჭრის ბევრ პრობლემას და ხარჯებიც ეფექტურად ნაწილდება. უკეთესი უსაფრთხოება: თუ თქვენი კომპანია არ არის სპეციალიზირებული აიტიში, დამწყებმა სტაფმა შესაძლოა უსაფრთხოებაში დაუშვას შეცდომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, მაგ: მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა დ ა. შ. აუთსორსინგზე მომუშავე კომპანიებს საკუთარ პრაქტიკაში გააჩნიათ უამრავი ასეთი ქეისი და თქვენი პრობლემის უმტივნეულოდ მოგვარება სირთულეს აღარ წარმოადგენს. ბიზნესის განვითარებაზე ფოკუსირება: IT აუთსორსი გაწვდით მხარდაჭერას, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გამოითავისუფლოთ მეტი დრო და უკეთესად ფოკუსირდეთ კომპანიის ისეთ ძირითად ღირებულებებზე, როგორიცაა ბიზნესის განვითარება, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ახალი შესაძლებლობების ძიება და ინდუსტრიაში ლიდერის პოზიციის შექმნა- შენარჩუნება. გაზრდილი ეფექტურობა: აღარავინ დაობს, რომ თანამედროვე ბიზნესის მთავარი ამოსავალი წერტილი მომხმარებლის კმაყოფილებაა. როდესაც ორგანიზაციაში დალაგებულია ყოველი აიტი პროცესი, მაგ: კომუნიკაციის არხების გამართულობა, მეილებისა ტელეფონების გამართული ფუნქციონირება, მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფა, ინფორმაციის დაცულობის გარანტია, თანაც ამ და სხვა პროცესების შეფერხებასთან დაკავშირებული პრობლემები სწრაფად გვარდება, ეს ფაქტორები განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მომხმარებლის კმაყოფილების დონეზე. ამიტომაც აქვს აიტი საკითხების აუთსორსზე გატანას ასეთი დადებითი ეფექტი ბიზნესისთვის და ზოგადადაც თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიაში აიტი მიმართულების გაწერა უკვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხერხია წარმატების მისაღწევად.